“ბარსელონას” და ზოგადად მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის, რონალდინიოს შვილს, 13 წლის ჟოაო მენდესს გადაწყვეტილი აქვს, პროფესიონალი მოთამაშე გახდეს. ის “კრუზეიროს” ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა.
Globoesporte-ს ცნობით, ჟოაომ შემოწმების გავლისას თავისი ვინაობის დამალვა სცადა, რადგან უნდოდა, გუნდში არა მამამისის სახელის, არამედ მისი შესაძლებლობების გამო მიეღოთ.
მენდესის მიმართ ინტერესს “პარი სენ-ჟერმენიც” იჩენდა, მაგრამ მან გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამშობლოში დარჩენა ამჯობინა.

და ეს ქალი ვინ არის?
წარმატებები ჟოაო,იმედია ისიც მამამისივით კლასნი ფეხბურთელი გამოვა და მომავალში თუ გაამართლებ ბარსაში გელით!