“ბარსელონამ” და “სასუოლომ” ბრაზილიელი მცველის, მარლონ სანტოსის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს, რის შემდეგაც ფეხბურთელი იტალიაში სამედიცინო შემოწმების გავლისა და კონტრაქტზე ხელის მოწერისთვის ჩავიდა. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
მარლონს დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია და გამორიცხული არაა, რომ ის კატალონიიდან უკვე გაემგზავრა, თუმცა იტალიიდან ოფიციალური ცნობები ჯერ არ გავრცელებულა.
დეტალების მოგვარების შემდეგ, “ბარსა” 12 მილიონ ევროს მიიღებს, რაც 7 მილიონით მეტია იმ თანხაზე, რომელიც კლუბმა ფეხბურთელის შესაძენად დახარჯა.

მენანება ეს კაცი ასე დაბალ ფასად.
სავარაუდოდ გამოსყიდვის პუნქტიც ექნებათ