“ბარსელონას” მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის აზრით, მადრიდის “რეალი” მომავალ სეზონში “ბარსასთვის” ზუსტად ისეთივე დონის ოპონენტი იქნება, როგორც აქამდე იყო, იმის მიუხედავად, რომ კლუბი კრიშტიანუ რონალდუმ დატოვა.
“რეალს” ყოველთვის ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, ისევე როგორც ჩვენ. მათ წინააღმდეგ თამაში რონალდუს გარეშეც ისევე რთული იქნება, როგორც რონალდუსთან ერთად.
რა თქმა უნდა, მან გარდატეხა არაერთ თამაშში შეიტანა და მისი არყოფნა დანაკლისია, თუმცა ჩვენ ამაზე მეტად ყურადღება საკუთარ თამაშზე უნდა გავამახვილოთ”. – ციტირებს ტერ შტეგენის სიტყვებს Mirror.

შტეგო მაგრად ითამაშებს მომდევნო მატჩებში.
კდევ გააკეთებენ ტრანსფერს ალბათ რონალდოს წასვლის მერე
ამ სეზონის მთავარი " ფიშკა " ლა ლიგაში ვიდეორეფერის არსებობის დაწყებაა ! დასაწყისში ცოტა გაუჭირდებათ შეცდომები მაინც იქნება მაგრამ იმასთან შედარებით რაც იყო სხვაობა მაინც ნათლად გამოჩნდება !
ნეტავი წელსაც იქნებიან რეალის შემადგენლობაში ჩაქირი და ვიქტორ კაშაი?