“ბარსელონამ” საერთაშორისო ჩემპიონთა თასის პირველი თამაშის პირველი ტაიმი ორბურთიანი სხვაობით მოიგო, თუმცა, სეზონის საწყისი წუთები ბოლომდე წარმატებული მაინც არ გამოდგა: დენის სუარესმა და ანდრე გომეშმა ტრავმები მიიღეს. თამაშის გაგრძელება ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო.
ნახევარმცველებმა დაზიანება სამი წუთის შუალედში მიიღეს. ორივეს მარცხენა ფეხის მყესი აქვს დაზიანებული. მათ სამედიცინო შემოწმება დღესვე ჩაუტარდებათ და გავიგებთ, თუ რამდენი ხნით გამოაკლდება “ბარსელონას” ნახევარდაცვას (ამ ტურნირზე) ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი.

ლუკას დინი ჭკვიანი ბიჯია იცოდა რო ევერტონში უნდა ჩასულიყო და არითამაშა <3
ამათი ხრუსტალის დედაც, ისედაც არავინ ყოდულობდა და ახლა სადმე ძლივს გაანათხოვრებენ, თურანზე უარესი კონტრაქტით
დენისს მაგრად არ გაუმართლა რა :/
კარგია რომ მოვიგეთ მართალია იყო ხარვეზბი მეორე ტაიმში რადგან ბარსა ფეხბურთელები ციტა გამოუცდელები იყვნენ მაგრამ არა უშავს დაიხვეწებიან.ამ თამაშში მომესონა ყველა რაფინია უნდა დარჩეს.პუჩი კიდე ერთი ორი წლის მერე უნდა დააწინაურონ.პალენსი,აბელი,არნაიზი,ალენია ამ სეზონში.ხოლო ორიოლი და პერეზი პუჩთან ერთად მომავალში.ჩემი აზრით ასეთი ახალგაზრდობა როცა გყავს უნდა მისცე მათ შანსი.ბარსა ბ არ უნდა გავარდნილიყო წელს გარგი მწვრთნელი უნდოდა ლა მასიას.მონჩუ და კუკურელია არენდით გაუშვან.
რაც შეეხება დენის და გომეშს .დენის მოუმატებს წელს ,ხოლო გომეში 35მილიონად გაუშვან.
მალკომი კი მალე შეთამაშდება გუნდთან,ლანგლეტი მომეწონა,ასევე ბალუ.მოკლედ დღეს ბარსას8,6ეკუთვნის
დენისი მართლა დააკლდება და გომეში რომ გასაყიდია ეს ფაქტია უკვე.დენისი კარგი ფეხბურთელია და მჯერა ამ სეზონში კარგად ითამაშებს ეგ ბიჭი