მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” აკადემია ბენ ლედერმანმა დატოვა

“ბარსელონას” აკადემია ბენ ლედერმანმა დატოვა

“ბარსელონას” აკადემია კიდევ ერთმა ნიჭიერმა ფეხბურთელმა დატოვა. 

საუბარია ბენ ლედერმანზე, რომელიც ლა მასიას წევრი 2011 წლიდან იყო. 2014 წელს,  FIFA-მ “ბარსას” ლედერმანის და კიდევ რვა მოთამაშის არალეგალურად შეძენაში დასდო ბრალი და მოთამაშეები თავიანთ ქვეყნებში დააბრუნა. ლედერმანმა აშშ-ს მიაშურა, თუმცა როცა 16 წლის გახდა, პოლონეთის პასპორტის აღება მოახერხა და ლა მასიაში კვლავ გაწევრიანდა. 

ამერიკელმა ფეხბურთელმა კატალონიურ გუნდში ბოლო სეზონი Juvenil B-ს შემადგენლობაში გაატარა, ახლა კი კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ის ბელგიურ “გენტს” შეუერთდება. 

ლედერმანი “ბარსელონას” ინსტაგრამის მეშვეობით დაემშვიდობა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • Guro messi
    schedule 28 ივლ 2018, 00:19

    გენტში თამაშს ბარსა ბ-ში არ ჯობდა
    ?

  • zazala7
    schedule 27 ივლ 2018, 23:52

    კარგი რა ადმინ, ნუ გვაგდებ იზმენებში ამ ფეხბურთელების წასვლა-წამოსვლით. ყველგან ხდება ანალოგიური. ან ვინ დაადგინა მათი ნიჭიერების საზომი? ყველაზე ამბობენ ნიჭიერი და დიდი მომავლის მქონე, თითქოს მომავალი მესები იყვნენ. ეს გუნდი ხომ უზომო და უსასრულო არ არის, ყველა როგორ უნდა ათამაშო? გუნდებში საშუალოდ 25 ფეხბურთელი ირიცხება და მოედანზე 11 გადის. ყველას რომ დრო დაუთმო, ვერასოდეს შემადგენლობას ვერ დააყენებ. ზოგ ნიჭიერს 5-6 თამაში ჭირდება რომ გამოაჩინოს მისი შესაძლებლობები და როგორ წარმოგიდგენია 38 თამაშში (მარტო ლა ლიგა მაქვს მხედველობაში) ეს გააკეთო?! სადაც შესაძლებლობა მიეცემათ უნდა გადავიდნენ. 10 წელია იწერება ამ წასვლების შესახებ და თუ გაგიგიათ ვინმეს ბარსადან წასული რომელიმე ფეხბურთელი მესად იქცა და დაახია ბურთი ყველას თავზე? მე არ გამიგია. ასე რომ უდიდესი ტალანტის მქონეს ჯერ დანახვა ჭირდება და ამის შემდეგ უნდა შეინარჩუნო რათქმაუნდა, მაგალითები გვარდის დროინდელ ბარსაში სარეზერვოდან გადმოყვანილების ბევრი გვაქვს

  • Wayne ♛♛♣♣
    schedule 27 ივლ 2018, 23:24

    რა ჯანდაბააა რა ხდება