მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ფეხბურთელები ამერიკისკენ გაემგზავრნენ

“ბარსელონას” ფეხბურთელები ამერიკისკენ გაემგზავრნენ

“ბარსელონას” მამაკაცთა და ქალთა გუნდის წევრები ოკეანის გადაღმა გაემგზავრნენ. მათი თვითმფრინავი რამდენიმე საათში პორტლენდის აეროპორტში დაეშვება. ამ ქალაქში ისინი პირველ მზადებას გაივლიან, შემდეგ კი ლოს ანჯელესში ჩავლენ, სადაც კაცთა გუნდის სეზონის პირველი თამაში გაიმართება. 
“ბარსა” 28 ივლისს (ჩვენი დროით – 29 ივლისს, დილის 7 საათზე) “ტოტენჰემს” დაუპირისპირდება. ამის შემდეგ კატალონიელები “რომას” (31 ივლისი) და “მილანის (4 აგვისტო) წინააღმდეგ ითამაშებენ. 

ერნესტო ვალვერდეს განკარგულებაში 26 მოთამაშეა. კლუბის ახალწვეული, მალკოლმი, თანაგუნდელებს მოგვიანებით შეუერთდება, ისევე როგორც მარკ ტერ შტეგენი. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • Guro messi
    schedule 25 ივლ 2018, 10:47

    ყველა თამაშს მოიგებენ ბიჭები თან ისე რომ უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს ითამაშებენ.დიდი ანგარიშით მოგებას ველოდები აბა ჰე