“ბარსელონაში” გატარებული სამი წლის შემდეგ, დიდი შანსია იმის, რომ ალეიშ ვიდალი კვლავ “სევილიაში” ვიხილოთ.
კატალონიელებს და ანდალუსიელებს შორის კონტაქტი იანვარშიც იყო, მაგრამ მაშინ კლუბები ფასზე ვერ შეთანხმდნენ და ტრანსფერი არ შედგა. Marca ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ბარსას” ხელმძღვანელობა თანხის დაკლებაზე თანახმაა და მხოლოდ 8-9 მილიონს მოითხოვს, რითიც “სევილიაც” კმაყოფილი უნდა იყოს.
რაც შეეხება თავად ვიდალს, თუ წყაროს დავუჯერებთ, ის შეთავაზებით მოხიბლულია და ძველი დროის გახსენებაზე თანახმაა. თანაც, “ბარსელონაში” მის პოზიციაზე სერიოზული კონკურენციაა და ალეიშს არც მომდევნო სეზონში ელის განსაკუთრებით ბევრი სათამაშო დრო, ამასთან, ის ფეხბურთის თამაშისთვის საუკეთესო ასაკს თანდათან ცდება, “სევილიაში” კი, სავარაუდოდ, ძირითადი შემადგენლობა გარანტირებული ექნება.
კაციშვილს არ უნდა ბარსას იგროკები პროსტა რეები იყიდეეს რო დაბალ ფასებშიც ვერ ტენიან ვერავის გადაობა რააა…))))))))))
ვიდალის მსურველს… თუ მოხდა ასეთი სასწაული და ასეთი ტიპი გამოჩნდა იქით გედეუხდიდი ფარას ოღონდ ეგ შლანგი მოგვაშოროს და…???, აი დინი კი მეტ პატივისცემას იმსახურებს და მაზე ნამდულადაა ფარა მოსათხოვი.