კატალონიელი მომღერალი ჟოან მანუელ სერატი “ბარსელონას” პრეზიდენტს, ჟოზეპ მარია ბართომეუს ღია წერილით მიმართავს და მისგან ლიონელ მესისთან ახალი კონტრაქტის გაფორმების ოფიციალურად დადასტურებას ითხოვს.
მესის ხელშეკრულების გარშემო კვლავ გაურკვევლობაა: ბართომეუ ირწმუნება, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, მაგრამ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ კიდევ არ გავრცელებულა. თუ მესის კონტრაქტი გაფორმებული არ აქვს, მაშინ მას იანვარში სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების წარმოებისა და ზაფხულში “ბარსელონას” უფასოდ დატოვების უფლება ექნება.
“თუ ეს პატარა დრიბლიორი დატოვებს “ბარსელონას”, რომელიც გვჯერა, რომ ჩვენ გვეკუთვნის, ჩავთვლი, რომ ბართომეუს ხელფასი აღარ უნდა გადავუხადოთ.
თავში არასდროს მომივიდოდა აზრი მეკამათა იმაზე, თუ ვინ გამოიმუშავებს ყველაზე მეტს და ვის უფრო დიდი წვლილი მიუძღვის გუნდის გამარჯვებებში.” – აცხადებს სერატი El Pais-ში გამოქვეყნებულ წერილში “45 დღე”. ამ წერილის გამოქვეყნების დროს, სწორედ 45 დღე იყო დარჩენილი იმ დრომდე, როდესაც მესის სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების წარმოების უფლება ექნება.


სერატი ხარ თუ სირატი ვერ ხედავ ისედაც რას უშვება ეგ კაცი ბარსელონას? არავის დაგაეჭვათ მაგხელა ქალაქში ნეიმარი რატო გაყიდა? ან ფინანსური პრობლემები რატო აქვს გუნდს ამხელა შემოსავლების მიუხედავად? ვერავინ ხედავთ გუნდის ნგრევის მთავარ მიზეზს? არაა საკმარისი მიზეზი რო ხელფასი აღარ გადაუხადოთ მაგ არაკაცს? მარა ჩმორიკები ხართ. ნახევარ კატალონიას სულ კიდია ბარსა. მაგითო გადაი..ვა თავზე მაგ შემოგზავნილმა კაცმა და მზადაა ფულის საშოვნელად ყველა გაყიდოს, შემოსული თანხით კიდე სტატიები აწერინოს მუნდო დეპორტივოებს, გვატყუოს ვითომ და 2-3 ტოპ მოთამაშეს ყიდულობს და ამ დროს პირადი მიზნებისთვის აწარმოებს ტრასნფერებს. ჯერ პაულინიოს ტრანსფერი გამოიძიეთ. დარწმუნებული ვარ მაგ 40 მილიონით ბარსამ პაულინიო კი არა ბართომეუმ იყიდა რაღაცა სხვა
წესით, ახალი კონტრაქტის გაფორმების დადასტურებას მაქსიმალურად გაწელავენ, რათა ხალხის მასები აანერვიულონ. რა თქმა უნდა, პრესას მეტი კი არაფერი არ სჭირდება :დდ