workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხუთი ხელშეუხებელი

ხუთი ხელშეუხებელი

იცოდით თუ არა, რომ პედრომ მხოლოდ ერთხელ მიიღო ”კლასიკოში” მონაწილეობა? და რომ კეიტამ მხოლოდ ერთხელ ითამაშა 90 წუთი სრულად? და რომ ინიესტამ მხოლოდ დაიწყო ბოლო ოთხი თამაში? ამა თუ იმ მიზეზის გამო, მხოლოდ ხუთი ფეხბურთელი მოგვევლინა უდიდესი მტრის წინააღმდეგ გამართულ ბოლო ოთხ თამაშში, და ყველა ეს შეხვედრა ”ბარსას” გამარჯვებით დასრულდა. ესენი არიან:

ვალდესი: ”ლიგის” მუდმივი მოთამაშე. ვალდესი მონაწილეობდა ბოლო 14 ”კლასიკოდან” ყველაში. ამ პერიოდში, მან მხოლოდ 20 გოლი გაუშვა. ბოლო ოთხ თამაშში ვალდესმა 2 ბურთი მიიღო საკუთარ კარში (6-2).

ალვესი: მას შემდეგ, რაც ის ჩაირიცხა ”ბარსას” რიგებში, მან ითამაშა ოთხ ”კლასიკოში”. გასულ წელს ის მარჯვენა ნახევარმცველად მოგვევლინა ”ბერნაბეუზე”. სწორედ მისი გადაცემის შედეგად მოახერხა იბრაჰიმოვიჩმა გოლის გატანა ბოლო ”კლასიკოში”, რომელიც გაიმართა ”კამპ ნოუზე”.

პუიოლი: ძირიდათ შემადგენლობაში თამაშის 11 წლიანი გამოცდილების მიღების შემდეგ, ეს იქნება მისი 22-ე ”კლასიკო”. ბოლო ოთხი განსაკუთრებულად დიდებული იყო. თუმცა, გამორჩეული მაინც 2-6 გამარჯვება იყო ”ბერნაბეუზე”, როდესაც მან გოლის გატანა თავური დარტყმით მოახერხა.

ჩავი: ჩავიმ ჩინებული ჩაწოდებები გაუკეთა მესის და პედროს ”ბერნაბეუზე” ბოლოს გამართულ ”კლასიკოს” დროს. ამ ხუთი ხელშეუხებელი ფეხბურთელიდან, ის არის ერთადერთი, რომელიც ბოლო ოთხიდან ერთ-ერთ მატჩში შეცვალეს. ეს მოხდა 2008 წელს, როდესაც მას ტრავმა აწუხებდა.

მესი: ვერავინ ახერხებს მესის მსგავსად გოლების გატანას, განსაკუთრებით ”მადრიდის” კარში. არგენტინელმა ბოლო ოთხ ”კლასიკოში” ოთხი გოლი გაიფორმა მის ანგარიშზე. მან ვერ მოახერხა გოლის გატანა მხოლოდ გასულ წელს, როდესაც ”კლასიკო” გაიმართა ”კამპ ნოუზე” და ეს თამაში ”ბარსამ” მოიგო, ანგარიშით, 1-0.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში