workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ახალი შანსები ათენში

ახალი შანსები ათენში

“ბარსა” დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩს სტუმრად გამართავს. “პანათინაიკოსთან” მოგება არც ისე ადვილია, მაგრამ “ბლაუგრანა თავის საქმეს გააკეთებს.

“კოპენჰაგენთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, “ბარსას” აქვს გარკვეული შანსები კვალიფიკაციური ქულების ამაღლებისა. თუ “პანათინაიკოსთან” ფრედ ითამაშეს, მაშინ “კოპენჰაგენმა” შეიძლება “რუბინს” მოუგოს, რაც “ბარსას” არ აწყობს. “ბლაუგრანას” პირველობაში დანიელები ეცილებიან.

მხოლოდ “პანათინაიკოსზე” ფიქრი

ბერძნებთან მატჩი არის ძალიან მნიშვნელოვანი გუნდისთვის, აქ არის ძალიან ბევრი მიზეზი იმისა, რომ ცოტა ხანი “ელ-კლასიკოზე” ფიქრი შევწყვიტოთ, 5 საათით მაინც. გუნდმა “ლა ლიგა”-ზე გასულ მატჩში “ალმერია” გამანადგურებელი ანგარიშით 0-8 დაამარცხა. ფეხბურთელები ამ თამაშს სრული სერიოზულობით მოეკიდებიან, მართალია ისინი მადრიდის “რეალზეც” ფიქრობენ, მაგრამ ახლა მოდუნების დრო არ არის!

სტურმად, მოგების დროა

“ბარსამ” ათენში თითქმის ყველა ფეხბურთელი წაიყვანა მათ შორისაა ახალგაზრდა მინიო, ტიაგო და ფონტასი. გამონაკლისები მხოლოდ მილიტო და პინტო არიან. მილიტო იმიტომ, რომ მას ტრავმა აწუხებს ხოლო პინტო დისკვალიფიკაციის გამო. “ბარსას” ეუროპაში მოგებული აქვს 11-დან მხოლოდ 1 მატჩი, ხოლო წაგებულიც 1.

არაპროგნოზირებადი მოწინააღმდეგე

გუნდს ყოველთვის უჭირდა ათენში გამარჯვება, მათი კიდევ ერთი პრობლემა კი ახალი მენეჯერია რომლის სტილიც “ბარსამ” არ იცის ძველი მწვრთნელის ჩანაწერი გოლის გატანის მხრივ კი ასეთია: 1-7.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში