მოგეხსენებათ დღეს, “ბარსელონა” ათენში ჩაფრინდა. ფეხბურთელებმა “OAKA”-ზე ვარჯიშის გამართვა უკვე მოასწრეს…
მოგეხსენებათ ოთხშაბათს “ბარსა”, “ჩემპიონთა ლიგის” მორიგ მატჩს, ბერძნული “პანათინაიკოსის” წინააღმდეგ გამართავს. დღეს საღამოს, გუნდმა ვარჯიში “OAKA სპიროს ლუისის” სტადიონზე გამართა.
ალბათ ბევრი ჟურნალისტი, ფეხბურთის ექსპერტი, თუ უბრალო ადამიანი ერიკ აბიდალს აკვირდებოდა, რომელიც ტრავმისდა მიუხედავად ათენში ჩაფრინდა. დღეს, ფრანგ მცველს ექიმებმა თამაშის ნება დართეს.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის საოცარი ნაგებობა, სადაც “ბარსას” ფებხურთელებმა ივარჯიშეს. ეს სტადიონი 2004 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის აშენდა. დღეს კი მოედნის საფარი ძალიან კარგ მდგომარეობაში იყო.

აბიდალს თამაშის ნება დართეს
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.