“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ, “ბლაუგრანას” ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში ისაუბრა ბოიანზე და შეაქო იგი “ალმერიასთან” გატანილი 2 გოლის გამო, ასევე აღნიშნა, რომ იგი არასოდეს დაკარგავს ახალგაზრდა ფეხბურთელისადმი ნდობას. კრკიჩმა “ალმერიასთან” მატჩში ორი გოლის გატანა მოახერხა. როგორც გვარდიოლა ამბობს, ბოიანს ადრე უჭირდა გოლების გატანა, მაგრამ aხლა პეპს იმედი აქვს , რომ იგი მეტოქეთა კარის დალაშქვრას რეგულარულად შეძლებს.
ჩვენ არასოდეს დაგვიკარგავს ნდობა ბოიანისადმი. იგი გასულ სეზონში იყოს გუნდის სასიცოცხლო ნაწილი. მან “ალმერიასთან” მოახერხა 2 გოლის გატანა. ჩვენ ვიცით, რომ ის არის იქ, სადაც ჩვენ გვჭირდება.” -განაცხადა პეპმა. მან ასევე შეაქო ახალგაზრდა მცველი ანდრეუ ფონტასი: “მე ვულოცავ ანდრეუს, მან თავისი საქმე შეასრულა. ხერარ პიკეს აწუხებდა მუხლი. მისი გამოშვება მოედანზე კი დიდ რისკს წარმოადგენდა გუნდისთვის. ამიტომ მე მივენდე ფონტასს და იგი მოედანზე სათამაშოდ გავიყვანე. მან არაჩვეულებრივად ჩაატარა ეს მატჩი და მინდა, რომ კიდევ ერთხელ მივულოცო მას.”
მან ასევე დაამატა: “ჩვენ გოლებს სწრაფად ვიტანთ, მაგრამ ზოგიერთ ცუდ დღეებში ამას ვერ ვახერხებთ. თამაში ყოველთვის არ მთავრდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა. მე მინდა მივულოცო გუნდს, მათი შრომა ახლა უკვე ნაყოფიერია.”