ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ, ისაუბრა მოახლოებულ ელ “კლასიკოსთან” დაკავშირებით. ესპანელთა მწვრთნელი, ამ მატჩში ნეიტრალურია და ფიქრობს, რომ აუცილებლად უძლიერესი გაიმარჯვებს:
“”ბარსელონა”–”რეალის” მატჩი, ესპანური ფეხბურთის საუკეთესო რეკლამაა. ორივე გუნდი თამაშობს საუკეთესო ფეხბურთს და ჰყავს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები. გვარდიოლა და მაურინიო–ორი შესანიშნავი მწვრთნელი. ისინი საუკეთესოები არიან ინდივიდუალურად. მათ აქვთ დიდი გამარჯვების ჟინი და ხასიათი. მე აბსოლიტურად ნეიტრალური ვარ ამ მატჩში და ვფიქრობ, რომ გაიმარჯვებს ძლიერი. ამ გუნდებიდან ესპანეთის ნაკრებში ძალიან ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ირიცხება. ჩემი სურვილია, რომ “რეალს” და “ბარსას” ლა ლიგაში კონკურეცია სხვა გუნდებმაც გაუწიონ, რადგანაც ასე უფრო საინტერესო იქნება ესპანეთის ჩემპიონატი,” დაასრულა დელ ბოსკემ.
ესპანელი სპეციალისტი “ფურია როხას” 2008 წლიდან წვრთნის და მან უკვე მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება.
