workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოიანი: “რეალთან 3 ქულის მოპოვება გვინდა”

ბოიანი: “რეალთან 3 ქულის მოპოვება გვინდა”

ალბათ “ბარსას” ყველა ფანს აინტერესებს “ელ-კლასიკო” რომელიც მომავალ ორშაბათს გაიმართება, მაგრამ არა ბოიანს. გუნდის მთელი ყურადღება “პანათინაიკოსთან” მატჩზეა გადატანილი. ბოიანის აზრით მიუხედავად იმისა, რომ ბერძნები შეიძლება D ჯგუფის მიღმა აღმოჩნდნენ ისინი მაინც ძლიერი ფეხბურთელები არიან და კრკიჩის თქმით “ბარსა” ამ მატჩსაც სერიოზულად მოეკიდება.

ალბათ ყველა ადამიანი ოთხშაბათს მატჩის შედეგის მიხედვით იმსჯელებს იმაზე თუ, როგორ ითამაშებს “ბარსა” ორშაბათს “ელ-კლასიკო”-ზე. როგორც ბოიანი აცხადებს მათ ძალიან დიდი ევროპული მატჩი ელით: “ოთხშაბათის თამაში არის ერთ-ერთი გამხსნელი თამაში გუნდისთვის, ხოლო რაც შეეხება “რეალს” მათზე ცოტა მოგვიანებით ვიფიქრებთ.”

“პანათინაიკოსი”

ბერძნები შეიძლება D ჯგუფის მიღმა აღმოჩნდნენ, მაგრამ ეს “ბლაუგრანას” არ ანაღვლებს, რადგან მათთვის ყველა გუნდი ძლიერია და ყველა მატჩი მნიშვნელოვანია აცხადებს ბოიანი: “ეს გუნდი არის ძალიან ძლიერი და ჩვენ ცოტა არ იყოს გვიჭირს მათთან თამაში. ჩვენ ვთამაშობთ იმისთვის, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ.” ბოიანზე დაყრდნობით იგი “რეალზე” უხეშად არ არის განწყობილი.

ნდობით აღჭურვილი რაკეტა

ბოიანმა “ალმერიასთან” მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა, ეს ამ სეზონისთვის მისი პირველი გოლებია ლიგაში, იგი ძალიან გახარებულია ამ გოლებით: “გოლის გატანა ყოველთვის გეხმარება ნდობის დაბრუნებაში, მე ძალიან გახარებული ვარ, რადგან 2 გოლის გატანა შევძელი. ამ გოლებმა დამიბრუნეს ჩემი თავისადმი რწმენა და შიშები გამიქარწყლეს.”

“ჩვენ გვინდა, 3 ქულის მოპოვება”

არ არის გასაკვირი, ის რომ მედიას აინტერესებს “ელ-კლასიკო” და არა “პანათინაიკოსთან” მატჩი და ამიტომაც ისინი ამის შესახებ ელიან მეტ პასუხებს ფეხბურთელებისაგან. ბოიანმა კი განაცხადა, რომ მატჩის წინ ფეხბურთელები ცდილობენ იზოლირებულები იყვნენ ყველაფრისგან: “არ არის მნიშვნელოვანი ის თუ რას ვიტყვით ჩვენ, მთავარია თამაშზე ფიქრი და ქულების მოპოვება-ჩვენ გვინდა 3 ქულის მოპოვება. ქულების დაგროვება მადრიდის “რეალთან” ძალიან მნიშვნელოვანია, წინა სეზონში ჩვენ მათთან მოვიპოვეთ 6 ქულა, მაგრამ მხოლოდ ის არ არის მთავარი თუ რამდენ ქულას მოიპოვებს გუნდი მაინცდამაინც “რეალთან”. შეიძლება ყველაფერი ერთმა  ქულამ გადაწყვიტოს ასე, რომ “ლა ლიგაში” ყველა გუნდს შეუძლია მოგება.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში