“ბარსელონას” ერთ–ერთმა ლიდერმა დავიდ ვილიამ ინტერვიუ მისცა, კატალონიურ გამოცემა SPORT–ს. ესპანელმა განაცხადა, რომ მას ძალიან სურს “ელ კლასიკოში” გამარჯვება და კასილიასის კარში გოლის გატანა.
გუნდში უკვე “კლასიკოს” ატმოსფეროა?
ჯერ არა. რა თქმა უნდა ეს ძალიან მინიშვნელოვანი თამაშია, თუმცა ჯერ “პანათინაიკოსზე” ვფიქრობთ.
გაქვს ხომ სურვილი, “ბარსას” მაისურით საოცრებები ჩაიდინო?
კი რა თქმა უნდა. მე როგორც სხვა მეკარის, ასევე კასილიასის დამწუხრება მსურს. გუნდს მაქსიმალურად დავეხმარები და თუ გოლებსაც გავიტან რა სჯობს ამას.
არ გაშინებს ის ფაქტი, რომ შეიძლება რამდენიმე მატჩი გატანილი გოლის გარეშე დაამთავრო?
მე მშვიდად ვარ. მე იმას ვაკეთებ რასაც მწვრთნელი მავალებს და რასაც გულშემატკივარი თხოულობს ჩემგან. არაფერი მაღელვებს.
ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაგიჭირდებათ ხომ?
ეს ტიტულია, რომელიც მე არასოდეს მომიგია. ამ ტურნირში გამარჯვება ძალიან რთულია. ეს არ არის, ისეთი ტურნირი, რომელსაც მხოლოდ საუკეთესო იგებს. ხანდახან ლიგას დაუმსახურებლადაც იგებს ზოგიერთი კლუბი.
ერთ–ერთი მიზეზი, რისთვისაც “ბარსელონაში” გადმოხვედი, ლა ლიგის ბომბარდირობაა?
არა. ჩემთვის ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. მთავარია გუნდმა მოიგოს ტიტულები. ჩვენ გუნდურ ფეხბურთს ვთამაშობთ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ გახდება ბომბარდირი, მე, ლეო თუ ბოიანი.
შენთვის რომელია მნიშვნელოვანი, გატანა თუ ასისტენტობა?
გოლი სულ სხვაა, თუმცა როდესაც საგოლე პასს აკეთებ და ეხმარები გუნდს ძალიან სასიამოვნოა.
კარგად უგებ მესის?
კი რა თქმა უნდა. როგორ მესის, ისე სხვა თანაგუნდელებს. ლეოს გვერდით შესაძლებელია ყოველდღე გაუმჯობესდე, რადგანაც მისნაირი დღევანდელ ფეხბურთში არავინაა.
არის რამე ისეთი, რაც არ იცი გუნდში?
არც არაფერი. მე თითქმის ყველა “ბარსას” ფეხბურთელს ვიცნობდი, სანამ ამ კლუბში გადმოვიდოდი. მე ვიცი, რომ ამ გუნდს კიდევ სწყურია ტიტულები. ვიცი, რომ ისინი ძალიან კარგი პარტნიორები არიან. ისინი ჯერ გუნდზე ფიქრობენ და შემდეგ საკუთარ თავზე.
ეთანხმები მესის როლს, რომ იგი კლუბში ბომბარდირია?
კიდევ ვიმეორებ, მე “ბარსაში” არ გადმოვსულვარ ბევრი გოლების გასატანად. მე გადმოვედი იმისათის, რომ კლუბს ხელი შევუწყო, რათა საუკეთესო იყოს. არ აქვს მნიშვნელობა ბომბარდირს. მთავარია მოგებული ტიტულია.
გაოგნებული ხარ ლეოს ტალანტით?
მე ნამდვილად ვაფასებ მის ნიჭს. იგი საუკეთესოა მსოფლიოში და იქნება კიდეც. მან ამისთვის მრავალი წელი იბრძოლა.
გვარდიოლას როგორი განწყობა აქვს შენს მიმართ?
ძალიან კარგი. იგი ყოველთვის მეხამრება. მე ჩემი კარიერის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე. ამისათის დიდ მადლობას ვუხდი დელ ბოსკესა და გვარდიოლას. მე ვისწავლე თუ როგორ უნდა ვითამაშა, როდესაც გუნდი ბურთს ვერ იჭერს, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება.
როგორ წარმოგიდგენია სეზონის დასასრული?
მე ვფიქრობ, რომ მე ვითამაშებ ძალიან ბევრ მატჩს და ვიქნები საჭირო მწვრთნელისთვის. ჯანმრთელობა და შრომა, შედეგი კი თავისით მოვა. ჩვენ 3 ფრონტზე ვიბრძვით. იმედი მაქვს სეზონს 3 ტიტულის მოგებით დავასრულებთ.
2008/09 წლებში მოგებული ყველა ტიტული, მოტივაციას ხო არ უკარგავს კლუბს?
არავინ არის ვინც ამას იფიქრებს. ჩვენი ყოველ წელს ვიბრძოლებთ. სწორედ ეს არის ამ კლუბის დადებითი თვისება. ლა ლიგის მოსაგებად არ კმარა 70–80 ქულა. თუ გვსურს 90 ქულის მოგროვება, ყველა მატჩს სერიოზულად უნდა მივუდგეთ.
ამ კლუბში გატარებული რამდენიმე თვის შემდეგ, როგორ ატყობ აქ დაამთავრებ კარიერას?
მე ძალიან მიყვარს ეს პროფესია. მე შევეცდები გავერთო ფეხბურთით, სანამ შემეძლება. მე მაქვს 4 წლიანი კონტრაქტი და იმედი მაქვს, კიდევ გავახანგრძლივებ, რადგანაც აქ ძალიან ბედნიერი ვარ.
