workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ალმერია” 0:8 “ბარსელონა” – საინტერესო ფაქტები

“ალმერია” 0:8 “ბარსელონა” – საინტერესო ფაქტები

მოგეხსენებათ გუშინ “ბარსამ”, “ალმერია” ანგარიშით 0–8 გაანადგურა. ასეთი შედეგი გასვლით შეხვედრებში “ბარსას” 1959 წლიდან არ ქონია…

– გუშინ “ბარსამ” სეზონის სტარტიდან ზედიზედ მეექვსე გასვლითი შეხვედრა მოიგო. “ლა ლიგაში” ასეთი შედეგით მხოლოდ და მხოლოდ მადრიდის “რეალს” (1991) შეუძლია იამაყოს.

– ლეო მესი ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და მას “ლა ლიგაში” უკვე 101–ჯერ აქვს მეტოქის კარი დალაშქრული. მან გუშინ თავისი კარიერაში მეშვიდე ჰეთ–თრიკი შეასრულა.

– “ბარსას” ფეხბურთელებიდან, “ლა ლიგაში” ლეოზე მეტჯერ მხოლოდ სეზარს (195), კუბალასა (108) და ეტო’ოს (108) აქვთ გატანილი.

– მესი უკვე ზედიზედ მერვე თამაშია, რაც გოლის გატანას ახერხებს.

– ამ სეზონში, “ლა ლიგაში” ბოიან კრკიჩმა პირველად შეძლო გოლის გატანა. ბოლოს მან გოლი წინა წლის 37–ე ტურში გაიტანა.

– ანდრეუ ფონტასი პირველად მოხვდა სასტარტო თერთმეტეულში, მაგრამ ეს არ იყო მისი დებიუტი, რადგანაც მას ნათამაშები აქვს ხიხონის “სპორტინგის” წინააღმდეგ, მაგრამ მაშინ ახალგაზრდა მცველმა მხოლოდ ბოლო წუთებზე ითამაშა.

– დავიდ ვილიამ და დანი ალვესმა გუშინ ლიგის 250–ე მატჩი ჩაატარეს.

– “ბარსა” ლიგაში გამარჯვებას ზედიზედ მეექვსე მატჩია, რაც ახერხებს.

– 10 მოგება, ერთი ფრე და ერთი მარცხი პეპ გვარდიოლასთვის საუკეთესო სტარტია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში