workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შეიძლება 15 დღის განმავლობაში  “ბარსა”–”რეალის” დაპირისპირება 4–ჯერ შედგეს

შეიძლება 15 დღის განმავლობაში “ბარსა”–”რეალის” დაპირისპირება 4–ჯერ შედგეს

შეიძლება 2011 წლის აპრილში ისეთი რამ მოხდეს, რაც ესპანური ფეხბურთის ისტორიაში არასოდეს მომხდარა. არის შანსი, რომ 15 დღის განმავლობაში “ბარსელონა”–”რეალის” დაპირისპირება 4–ჯერ შედგეს. ასეთი რამ მაშინ მოხდება, თუ ორივე გუნდი გავა ესპანეთის თასის ფინალში და ამავე დროს ეს ორი გრანდი, ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ანდაც 1/2 ფინალში შეხვდება. 18 მარტს გაირკვევა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის წყვილები, ხოლო 2 თებერვალს უკვე ცნობილი იქნება ესპანეთის თასის ფინალისტების ვინაობა. თუ ეს ყველაფერი ასე მოხდა, აპრილი უბრალოდ სასწაულებრივი თვე იქნება. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველი მატჩები 5 – 6 აპრილს, ხოლო განმეორებითი 12 – 13 აპრილს გაიმართება. შეიძლება მათი დაპირისპირება 1/2 ფინალშიც შედგეს. პირველი მატჩები 26–27 აპრილს, ხოლო განმეორებითი 3–4 მაისს. პრიმერა დივიზიონის “კლასიკო” კი 16 აპრილს გაიმართება. ასეთი რამ თუ მართლა მოხდა, ეს საფეხბურთო სასწაული იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში