ესპანური “ვალენსიას” ახალწვეული დენის ჩერიშევი, “ბარსელონასთან” გასამართი მატჩის წინ, კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მისი გუნდი კატალონიელებთან უშანსოდ არაა.
“ვალენსიას” შემდეგი თამაში ესპანეთის თასზე “ბარსელონასთან” აქვს. კატალონიელებს მრისხანე გუნდი ჰყავთ, მაგრამ “ვალენსიას” მეტოქისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია.”
დენის ჩერიშევი “რეალიდან” “ვალენსიაში” გუშინ გადავიდა. “ღამურებში” მისი დებიუტი სწორედ “ბარსელონასთან” “კამპ ნოუზე” გასამართ მატჩში შედგება.