workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კლასიკო ედუარდო იტურალდე გონზალესს ანდეს

კლასიკო ედუარდო იტურალდე გონზალესს ანდეს

42 წლის დანტისტისტის სამსაჯო დებიუტი 1995-1996 წლების სეზონებში შედგა, ახლა კი ის მსაჯობს ესპანეთის ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგასა და საერთაშორისო სანაკრებო თამაშებში.
როგორც მსაჯს, მისი წილი უთანხმოებები ჰქონია, რომელთა შორის გამორჩეულია მის მიერ მეჰმედ ტოპალის მოედნიდან გაძევება ”სევილიასა” და ”ვალენსიას” შორის მატჩში. აღნიშნული თამაში სევილიის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 2-0.
გონსალესი სარგებლობს ”ბარათების მოყვარული” რეფერის რეპუტაციით.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გონსალესი რამდენიმეჯერ დაადანაშაულეს ”ბარსას” მიმხრობისთვის.
ეს იქნება მესამე შემთხვევა, როდესაც გონსალესი განსჯის ”ბარსელონასა” და ”რეალს” შორის მატჩს. ის მსაჯობდა თამაშს, როდესაც ”ბარსელონამ” 2004-05 წლების სეზონში დაამარცხა ”რეალი” ანგარიშით 3-0. გონსალესი ასევე მოგვევლინა რეფერის რანგში 2005-06 წლების სეზონში ”სანტიაგო ბერნაბეუზე” ”მადრიდის რეალსა” და ”ბარსელონას” შორის მატჩში, რომელიც ასევე ”ბარსელონას” გამარჯვებით დასრულდა , ანგარიშით 0-3

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში