“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მადრიდის “რეალში” ჟოზე მოურინიოს მისვლის შემდეგ “სამეფო კლუბის” ფეხბურთელებმა უფრო მეტად ირწმუნეს საკუთარი შესაძლებლობების. არგენტინელის თქმით, მათ გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოუყალიბდათ, იტყობინება ფიფას ოფიციალური საიტი.
“მე მეჩვენება, რომ რეალი წელს უფრო ძლიერია, ვიდრე შარშან. მადრიდის “რეალი” პრიმერა დივიზიონში ჩვენი უმთავრესი კონკურენტია. გასულ წელს სეზონის ფინიშამდე მოგვყვებოდნენ და ბოლო ტურამდე გაურკვეველი იყო ჩემპიონის ვინაობა. გუნდის ძირითადი ბირთვი კლუბში დარჩა. ისინი ფსიქოლოგიურად გაძლიერდნენ, რადგან მათი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახდა. ახლა “რეალს” გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს.
როგორც წესი, “რეალის” წინააღმდეგ თამაში კარგად გამომდის. ვფიქრობ, რომ მეტოქე ძალიან მოტივირებული იქნება და მოინდომებს ჩვენს დამარცხებას. თუკი ჩვენ შევძლებთ იმის დემონსტრირებას, რაც შეგვიძლია, აუცილებლად დავამარცხებთ მათ. დიახ, ისინი გაძლიერდნენ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ “ბარსელონა” უფრო ძლიერია. დაპირისპირება როგორც ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, როგორც ჩვენთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის”, – განაცხადა მესიმ.



