ზუსტად ასეთივე შედეგი აჩვენა “ბარსამ” გვარდიოლას მწვრთნელობის პირველ წელს. 9 მოგება, 1 ფრე და ერთი წაგება. იმ დროს, კატალონიელებმა სეზონი არადამაჯერებლად დაიწყეს. მარცხი ”ნუმანსიასთან” სორიაზე და ფრე ”რასინგთან” “კამპ ნოუზე”. შემდეგ კი 9 მოგება ერთმანეთის მიყოლებით ”სპორტინგთან”, ”ბეტისთან”, ”ესპანიოლთან”, ”ატლეტიკთან”, ”ატლეტიკოსთან”, ”ალმერიასთან”, ”მალაგასთან”, ”ვილიარეალთან” და ”რეკრეატივოსთან”.
მაღალი შედეგები
მიმდინარე წელს, მოგებები ერთმანეთის მიყოლებით არ ყოფილა. “ბარსამ” მარცხი ”ჰერკულესთან” მეორე ტურში განიცადა. ასევე ორი ქულა დააკარგვინა “ბარსას” ”მალიორკასთან” ფრემ. ხოლო 9 თამაშის მოგება “ბარსამ” შემდეგ გუნდებთან მოახერხა: ”რასინგი”, ”ატლეტიკო”, ”ატლეტიკო”, ”სარაგოსა” და ”ხეტაფე” გასვლაზე, ხოლო ”სპორტინგი”, ”ვალენსია”, ”ვილიარეალი” და ”სევილია” “კამ პოუზე”.
2009/2010 წლის სეზონი
გასულ სეზონში, მიუხედავად იმისა, რომ საწყის 11 ტურში “ბარსას” არ წაუგია, მან დააგროვა 1 ქულით ნაკლები, ვიდრე ამ ორ წელს. ეს მოხდა ”ვალენსიასთან”, ”ატლეტიკთან” და ”ოსასუნასთან” ფრის გამო. კატალონიელებს ჰქონდათ 27 ქულა, ერთი ქულით ნაკლები ვიდრე წელს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მიმდინარე ციფრები ”ტრიპლეტის” ისტორიული სეზონის განმეორებაა.