workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ჯუსეპე როსით დაინტერესდა

“ბარსელონა” ჯუსეპე როსით დაინტერესდა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ გადაწყვიტა, რომ ჯუსეპე როსი იქნება ხელსაყრელი ტრანსფერი მომდევნო სეზონისთვის. გასულ შაბათს, “ვილიარეალთან” გამარჯვების შემდეგ, გვარდიოლა მოხიბლული იყო “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავდამსხმელით. როსი მიმდინარე სეზონში ძალიან კარგ ფორმაშია. “ვილიარეალის” ფორმით, ესპანეთის ჩემპიონატში, გატანილი აქვს 11 მატჩში 7 გოლი.
Sport-ის ინფორმაციით როსისთან ხელშეკრულების გაფორმებისას დიდ პრობლემას შექმნის მისი გამოსასყიდი თანხა,რომელიც 40 მილიონ ევროს შეადგენს. მაგრამ, ასევე Sport-ის ინფორმაციით, “ვილიარეალის” პრეზიდენტი, ფერნანდო როიგი თანახმა უნდა იყოს გამართოს მოლაპარაკება როსის ტრანსფერზე. იტალიელის მოქმედი კონტრაქტი ვილიარეალთან იწურება 2013 წლის ივნისში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში