workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს

ინიესტა მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს

ინიესტას თამაშზე დაკვირვებისას მთელი მსოფლიო ხვდება თუ რა დონის ფეხბურთელია ის. როცა ის კარგ ფორმაშია გუნდის თამაში იცვლება. ამ სეზონში ანდრესი რეგულარულად თამაშობს (წინა სეზონისგან განსხვავებით, როცა მას ტრავმები აწამებდნენ). საბედნიეროდ ამ დროისთვის ის ინიესტას საუკეთესო ვარიანტს გვანახებს.

მიუხედავად იმისა, რომ ”ბარსამ” სეზონის შუა ნაწილს ჯერ არ მიაღწია შეიძლება ითქვს, რომ 2010/11 სეზონი ანდრეს ინიესტასთვის შარშანდელ სეზონთან შედარებით ძალიან კარგად მიდის.

მაღალი ხარისხი და რაოდენობა
ფეხბურთში ხშირად ისე არის, რომ რაოდენობა ხარისხს ვერ ცვლის. ინიესტას შემთხვევაში ეს ორი მაჩვენებელი მაღალ დონეზეა. იმის გამო, რომ იზრდება ინიესტას სათამაშო დრო მატულობს შესანიშნავი შეტევების რაოდენობაც, ზუსტი გადაცემები, ლამაზი დრიბლინგები და გოლების რაოდენობაც. ამასთან ერთად ინიესტა არის ერთადერთი ფეხბურთელი ”ბარსელონას” შემადგენლობაში, რომელმაც ამ სეზონში ლა ლიგაში ყველა მატჩი ძირითადში დაიყწო.

ინიესტა ციფრებში
ამ დროისთვის ინიესტამ 16 მატჩი ჩაატარა. ეს არის 2 მატჩით მეტი, ვიდრე შარშან ამ დროისთვის ჰქონდა ნათამაშები. საერთო ჯამში მოედანზე ანდრესმა 1347 წუთი დაჰყო, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 529 წუთით უსწრებს. ასევე მის ანგარიშზე 2 გოლია. გოლები მან ”რასინგს” და ”ვალენსიას” გაუტანა. წინა სეზონში მან ერთი გოლის გატანა მოახერხა, ისიც ”რასინგის” კარში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში