workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იბრაჰიმოვიჩი:” პეპი ფიქრობს, რომ “ბარსას” ფეხბურთი მისი შექმნილია”

იბრაჰიმოვიჩი:” პეპი ფიქრობს, რომ “ბარსას” ფეხბურთი მისი შექმნილია”

კატალონიის “ბარსელონას” კუთვნილმა, ხოლო ახლა “მილანში” განათხოვრებულმა ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კვლავ გააკეთა კომენტარი თავისი ყოფილი დამრიგებლის, პეპ გვარდიოლასთან დაკავშირებით. ცნობისთვის შვედს აქამდე, რამდენჯერმე უსაუბრია ცუდად ესპანელ სპეციალისტზე. იბრას აზრით გვარდიოლა ფიქრობს, რომ “ბარსას” თამაში მისი შეთხზულია: “გვარდიოლა ფიქრობს, რომ “ბარსელონას” ფეხბურთი მისი მოგონილია. ყველა მის მოგებულ 6 ტიტულზე საუბრობს, თუმცა ჩემი აზრით, მეც კი მოვიგებდი ყველა ტიტულს, თუ გუნდში ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელები მეყოლებოდა. მე მათ მსოფლიოში საუკეთესოებად ვთვლი.”

იბრამ ასევე ისაუბრა მისი წასვლის მიზეზზე: ” მე პრობლემები შემექნა, თუმცა სერიოზულად ვერ ვესაუბრე მწვრთნელს. რა თქმა უნდა ვერ გექნება, კარგი დიალოგი 20 ფეხბურთელთან, თუნდაც 21–თან. გვარდიოლა ფილოსოფოსია. მას გონია, რომ იგი მახათმა განდია,” დაასრულა იბრაჰიმოვიჩმა.

ცნობისთვის წინა სეზონში შვედმა, ლა ლიგაში ჩატარებულ 29 მატჩში 16 გოლი გაიტანა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში