”ბარსელონას” ცენტრალური მცველი, ხერარდ პიკე ”სეუტასთან” მატჩისას გაეხუმრა კლუბის ფიზიოთერაპევტს, ხუანხუ ბრაუს.
ფეხბურთელმა ექიმს მზესუმზირის მარცვლები ესროლა, ხოლო შემდეგ ისეთი სახე მიიღო, თითქოს ეს ყველაფერი კარლეს პუიოლის გაკეთებული იყო. შემდეგ დღეს პიკემ facebook-ზე დადო სურათი ექიმთან ერთად და აღნიშნა, რომ ისინი მეგობრები არიან. ზოგიერთ საიტზე გაავრცელეს, რომ პიკე უხეშად და არაცივილურად მოიქცა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=4ryFIz4Hx2g]
