ცნობილი გახდა 2010/11 წლების სეზონის პირველი “სუპერ–კლასიკოს” ჩატარების ზუსტი თარიღი და დრო. მატჩი 29 ნოემბერს გაიმართება, თამაში 28 ში უნდა გამართულიყო, მაგრამ მოგეხსენებათ, ამ დღეს კატალონიაში საპარლამენტო არჩევნებია, ზედმეტი ექსესების თავიდან ასაცილებლად “ლფპ”– ს კომიტეტმა გადაწყვიტა მატჩის თარიღი ერთი დღით გადაეწია, მაშ ასე კლასიკო ორშაბათს 23:55 წუთზე დაიწყება თბილისის დროით.
ბოლო “კლასიკო” “ბერნაბეუზე” იყო და იმ მატჩში კატალონიელებმა 2:0 იმარჯვეს, ხოლო ბოლო “კლასიკოში”, რომელიც “კამპ ნოუზე” გაიმართა ასევე “ბლაუგრანელებმა” იმარჯვეს 1:0 იბრაჰიმოვიჩის გოლის წყალობით.
მოგეხსენებათ, 29 ნოემბერი “ბარსელონას” დაარსების დღეა, ზუსტად ამ დღეს 111 წლის წინ ჰანს გამპერმა ასეთი შესანიშნავი კლუბი დაარსა.
