workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სიმართლე კატალონიელ მესუთ ოზილზე

სიმართლე კატალონიელ მესუთ ოზილზე

როგორც უკვე გაირკვა, “ბარსელონას” მესუთ ოზილთან შეთანხმება დიდი ხნით ადრე მიუღწევია, ვიდრე მადრიდის “რეალი” გერმანელ ფეხბურთელს გადაიბირებდა. ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და ამ ტრანსფერის განხორციელებაში ეჭვი უკვე აღარავის აღარ ეპარებოდა.

 შეთანხმება ერთი კვირის განმავლობაში იქნა მიღწეული და ეს ყველაფერი კლუბის ვიცე-პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბარტომეუსა და სპორტული დირექტორის, ანდონი სუბისარეტას დამსახურება გახლდათ. თავდაპირველად, კატალონიელები ვერდერის “ბრემენს” შეუთანხმდნენ იმ ფასად, რომელიც “რეალ მადრიდის” მიერ გერმანელში გადახდილი თანხის ნახევარია(7,5 მილიონი ევრო). შემდეგ უკვე თავად მესუთთან მოგვარდა ტრანსფერის საკითხი, რაც არც თუ ისე ძნელი საქმე გამოდგა, რადგან ოზილს იმ დროს “ბარსელონაში” თამაში სწყუროდა.

 ამ მოლაპრაკებებში კიდევ ერთი პუნქტი არსებობდა. მესუთსა და “ბრემენს” კატალონიური კლუბისთვის უნდა მიეცათ რამდენიმე დღე, რათა პეპ გვარდიოლასთან უფრო დაწვრილებითი მოლაპრაკება გამართულიყო და მწვრთნელს მწვანე შუქი აენთი გერმანელი ფეხბურთელისთვის. ეს ფეხბურთელი ცაციაა, მოძრავი, ბრწყინვალედ ფლობს ბურთს და რაც მთავარია, ფლობს უნარს, ნებისმიერ მომენტში გააკეთოს დამაგვირგვინებელი, საგოლე გადაცემა – ამ დახასიათების ფონზე, გერმანელი ფეხბურთელი ზედგამოჭრილი უნდა ყოფილიყო “ბარსასთვის”. პლიუს ამას, დიდ უპირატესობას წარმოადგენდა მესუთის ასაკი. თუ პეპი არ მოინდომებდა ამ სეზონში გერმანელის აყვანას, მას შეეძლო დაეტოვებინა იგი ერთი სეზონით გერმანიაში არენდის წესით და თუ იგი კვლავ განაგრძობდა პროგრესირებას, მაშინ მომავალ წელს ოზილი უკვე კატალონიური კლუბის მაისურს მოირგებდა.

 საბოლოო ჯამში, ამ ტრანსფერში გადამწყვეტი როლი მართლაც პეპ გვარდიოლამ ითამაშა. მან უარი თქვა გერმანელის ტრანსფერზე და არც თუ ისე უსაფუძვლოდ. პეპის აზრით, ოზილის “ბარსელონაში” გადმოყვანა იქნებოდა გადაულახავი წინაღობა და შესაბამისად კატალონიური კარიერის დასასრული იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც უკვე ირიცხებოდნენ “ბარსაში” და რომლებსაც ჯერ თუ არა, მომავალში მაინც შეეძლებოდათ ოზილის ფუნქციების ბრწყინვალედ შეთვისება. ამ გადაწყვეტილების შემდეგ გზა ფლორენტინო პერესს გაეხსნა, რომელმაც გერმანელი უმალვე მადრიდში წაიყვანა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში