ესპანეთის ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის ასოციაციამ “ბარსელონა” ესპანეთში ბოლო ათწლეულის საუკეთესო კლუბად დაასახელეს. 2009/10 წლის სეზონის ტრიუმფატორი გვარდიოლას გუნდი გახლდათ. ყოველ ათწელიწადში ეს ასოციაცია აქვეყნებს საუკეთესო კლუბის რეიტინგს. “ბარსელონამ” თითქმის 200 ხმით გაასწრო “რეალს”, “ბარსელონას” უპირატესობა “სამეფო გუნდის” წინააღმდეგ უპირობო იყო. კატალონიელებმა 1.630 ხმა დააგროვეს, ხოლო მადრიდელებმა 1.482.
კრიტერიუმები შემდეგნაირი იყო, ითვლებოდა და განიხილებოდა ასპარეზობები ევროპეულ ტურნირებზე, სადაც “ბარსელონამ” ბოლო ათ წელიწადში 2–ჯერ მოახერხა უმაღლესი მწვერვალის დალაშქვრა.
“ბარსელონამ” ბოლო 10 წელიწადში 12 თასი მოიგო, 7 გვარდიოლას ეპოქაში და ხუთიც რაიკაარდის. ხოლო რაც შეეხება “რეალს”, ისინი ორი ტიტულით ჩამორჩნენ ბოლო ათწლეულის საუკეთესო კლუბს.
რაც შეეხება წლევანდელ ზაფხულში მოგებულ სუპერ – თასს, ის თასი უკვე შემდეგი 10 წელიწადის სათვალავში მიდის.
