კატალონიის “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ აღიარა, რომ მომავალი ზამთრის ტრანსფერებზე, გუნდმა შესაძლოა რომელიმე ფეხბურთელი დაიმატოს – აცხადებს “SPORT.ES”. როგორც წყარო იუწყება, ეს კომენტარი “ბლაუგრანას” ყოფილმა მეკარემ გააკეთა იმის შემდეგ, რაც “ბარსამ” იბრაჰიმ აფელაის შეძენის სურვილი გამოთქვა.
“ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ ზამთრის ტრანსფერებზე, რადგან არ გამოვრიცხავ, რომ გუნდმა რომელიმე მოთამაშე დაიმატოს. თუმცა ხაზს ვუსვამ და უნდა აღვნიშნო, რომ მე და კლუბის წევრები უპირატესობას ვანიჭებთ ცენტრის გაძლიერებას.”-განაცხადა სუბისარეტამ.
