ჩავი
”თავს უკეთესად ვგრძნობ. მე ძალიან ფრთხილად ვეკიდები ჩემს ტრავმას და ყოველ ჯერზე თავს უკეთ ვგრძნობ. ფეხი ცოტა ისევ მტკივა და ამიტომ მოედნის დატოვება ადრე მიწევს, მაგრამ ყველაფერი ისე ცუდად არ არის, როგორც ერთი თვის წინ იყო. პირველი ტაიმი შესანიშნავი იყო. ჩემი აზრით საუკეთესო ამ სეზონში. მეორე ტაიმში მათ პრესინგს მიმართეს, მაგრამ გოლის გატანა ჩვენ კიდევ შეგვეძლო. სამწუხაროა, რომ მატჩი ნოლზე ვერ დავასრულეთ. ამაზე უნდა ვიმუშავოთ. პიკე გამოტოვებს ”ვილიარეალთან” მატჩს, რაც დიდი დანაკლისია”.
მაშერანო
”არასასიამოვნო იყო ის, რომ მეორე ტაიმში კაცნაკლული ვიყავით. საერთო ჯამში კარგი მატჩი ჩავატარეთ და გამარჯვება სრულიად დამსახურებული იყო. უფრო და უფრო ვეგუები თამაშის ”ბარსელონურ” სტილს. მატჩის წინ ვსაუბრობდით, რომ რთული შეხვედრა იქნებოდა. ყველაზე მთავარი არის ის, რომ გავაკეთეთ რაც გვევალებოდა”.
ვალდესი
”ნებისმიერი გამარჯვება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. სხვისთვის შეიძლება ეს მოგებები ადვილი დასანახი იყოს, მაგრამ ეს თამაშები ჩვენ დიდ ძალას გვართმევენ. ვთვლი, რომ ორივე ტაიმი თანაბრად ვითამაშეთ. როცა პიკე გააძევეს მათ შემოგვიტიეს, მაგრამ ჩვენ მატჩს ვაკონტროლებდით. რაც შემეხება მე, მივეჩვიე ყველა დარტყმული ბურთის ხელში აღებას. (და არა მოგერიებას – რედ.) ეს ჩემი ფილოსოფიაა ახალგაზრდული წლებიდან”.
ალვეში
”გოლის გატანის შემდეგ თამაში ადვილი ხდება. ეხლა ჩვენ მნიშვნელოვანი თამაშები გველის და მაქსიმალურად მობილიზირებულები უნდა ვიყოთ. იღბალი რომ გვქონოდა მეტ გოლს გავიტანდით. პიკეს წითელი ბარათი არ ეკუთვნოდა, რადგან პირველი ყვითელი ბარათი უბრალო სათამაშო ეპიზოდში მიიღო. კლასიკოსთან დაკავშირებით – ეს არ არის ტურნირის ერთადერთი მატჩი. ჩვენ უნდა ვიაროთ ნაბიჯ-ნაბიჯ, ხოლო როცა მოვა კლასიკოს დღე, ვიქნებიდთ მაქსიმალურად მომზადებულები. მე დარწმუნებული ვარ, რომ მესი ძალიან გაცხარებულია. მას შეეძლო მეტი გოლის გატანა, მაგრამ მოგებით ყველა კმაყოფილი ვართ”.
მაქსველი
”პიკეს გაძევება ძალიან ცუდია. წინ რთული მატჩები გვაქვს ჩასატარებელი. გასვლით მატჩებში ყოველთვის არ გამოდის ბევრი ბურთის გატანა და მომენტების გამოყენება. ”რეალთან” მატჩამდე ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მნიშვნელოვანია დარჩენილ მატჩებში მაქსიმალური ქულების აღება”.



