workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ხეტაფე” – ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ

”ხეტაფე” – ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ

”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მისი შეგირდების თამაშით კმაყოფილია. მიუხედავად იმისა, რომ მის გუნდს უდიდესი უპირატესობა ჰქონდა პაპმა განაცხადა: ”ყოველთვის მოიძებნება ის, რისი გაკეთებაც უკეთ შეიძლებოდა”.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე პეპმა განაცხადა, რომ პირველი ტაიმით ის სრულიად კმაყოფილია: ”აქ გამარჯვება ადვილი არ არის. კარგია, რომ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა. ეს არ იყო ისეთი იოლი მატჩი, როგორიც ბევრს ჰგონია”.

გაძევება
მატჩის სირთულეზე საუბრისას პეპმა ახსნა, თუ როგორ დაინახა თამაშის შეცვლა: ”პირველ ტაიმში ჩვენ კარგად ვითამაშეთ, პიკეს გაძევების შემდეგ მე ახალ გუნდს ვხედავდი. როგორც კი კაცნაკლულები დავრჩით ”ხეტაფეს” შანსი მიეცა თავისი ”კოზირების” გამოჩენის, რაც მათ ბევრი აქვთ. საერთო ჯამში შედეგით კმაყოფილი ვარ. ”ალფონსო პერესზე” თამაში ყოველთვის რთულია”.

”ხეტაფეს” თამაშის ხარისხი
მისტერმა აღნიშნა, რომ პიკეს გაძევების შემდეგ გუნდს ძალიან გაუჭირდა: ”რთულია 10 კაცამ ითამაშო ”ხეტაფეს” წინააღმდეგ. მათ ბურთის შესანიშნავი ფლობა აქვთ. ამ კუთხით ჩვენი მოწინააღმდეგეები კარგები იყვნენ. ჩვენაც გვქონდა იმის ძალიან კარგი შანსი, რომ ანგარიში კიდევ უფრო გაგვეზარდა”.

დარწმუნებული ფეხბურთელებში
კიდევ ერთხელ პეპმა აღნიშნა, რომ მის ფეხბურთელებში დარწმუნებილია: ”ისინი სწრაფად რეაგირებენ, აქვთ საჭირო რწმენა”. როდესაც მისტერს ჰკითხეს, არის თუ არა ის ”ბარსას” შედეგებით კმაყოფილი მან უპასუხა: ”მე კმაყოფილი ვარ ჩატარებული მატჩებით. შეიძლება ჩვენ გვაკლია 90 წუთის მანძილზე სტაბილურობა, მაგრამ მე ”ბარსას” მუშაობა მომწონს. რა თქმა უნდა ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და კიდევ ბევრ ვინმესთან გვაქვს სათამაშო”.

პიკეს ბარათი
პიკეზე და იმ მატჩებზე, რომლებსაც ის გამოტოვებს პეპმა განაცხადა: ”ფეხბურთი არის ფეხბურთი. ესეთი რაღაცეები ხდება და ჩვენ ამას ვღებულობთ როგორც საჭიროს. არის ისეთი მომენტები, რომლებიც არ უნდა მომხდარიყო”.

ბევრი რამ
მატჩის მთავრი მოვლენა მესის და ვილიას კომბინაციები იყო. პეპმა განაცხადა: ”გოლი ამ მატჩში პედრომაც გაიტანა. მატჩი მხოლოდ მესის და ვილიას არ მოუგიათ. მაგალითად სარაგოსაში კეიტა მოწინააღმდეგეს მუდამ ართმევდა ბურთს. გუნდი ბევრი რამ არის, რომელშიც მნიშვნელოვანი ყველა დეტალია”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში