workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილია: ”მთავარი ”ბარსას” ინტერესებია”

ვილია: ”მთავარი ”ბარსას” ინტერესებია”

დავიდ ვილიამ ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ ”ბარსელონას” ინტერესები მის პირად ინტერესებზე მაღლა დგას. ”ბარსას” ახალწვეულმა განაცხადა, რომ მისი მოედანზე შრომა მხოლოდ გატანალი გოლებით არ უნდა ფასდებოდეს: ”მე იმისთვის არ მიყიდეს, რომ მხოლოდ გოლები გავიტანო. მე მევალები გუნდის გაძლიერება”.

დიდი ამბიციები
ვილიამ, რომელმაც გუნდში მოსვლის შემდეგ პირველი დუბლი შეასრულა განაცხადა, რომ მისი ხასიათი მხოლოდ ერთი სიტყვით შეიძლება შეფასდეს: ”ეს სიტყვა არის ამბიცია. მე ყოველთვის მეცოტავება ის, რასაც უკვე მივაღწიე. წინა მატჩში მე 2 გოლი გავიტანე, შეიძლებოდა 3 ან 4 გოლი გამეტანა. ”ბარსამ” 5-0 მოიგო, უკეთესი იქნებოდა 6-0 ან 7-0 მოგვეგო. ყოველ ჯერზე მეტის მიღწევა მსურს, მაგრამ საკუთარი შედეგით კმაყოფილი ვარ”.

დაცვა უფრო რთული დავალებაა
მოედანზე საკუთარი პოზიციის შესახებ ვილიამ აღნიშნა, რომ უკვე მიეჩვია სხვადასხვა პოზიციებზე თამაშს. ”მე კარგად ვგრძნობ თავს იმ პოზიციებზე, სადაც თამაში მიწევს. არა მხოლოდ ლა ლიგაში, მუნდიალზეც მიწევდა პოზოციების ცვლა. თუმცა ეხლა შემიძლია დაცვაში თავდაჯერებულად ვითამაშო. დიდი მადლობა დელ ბოსკეს და გვარდიოლას”.

დაღლილობა
ესპანელს ასევე დაუსვეს კითხვა გუნდის ფიზიკური ფორმის შესახებ. ვილიამ აღიარა, რომ გუნდს წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდი კარგად არ გაუვლია, მაგრამ გუნდი ეხლა შესანიშნავ ფორმაში. ”ამ დღეებში რთული თამაში გვქონდა, მაგრამ ის თამაში კარგად დავასრულეთ. ვერ ვიტყვი, რომ გუნდი ცუდად გამოიურება. მიუხედავად იმისა, რომ ”ბარსა” ახალი სეზონისთვის ვერ მოემზადა დაღლილობას ვერ ვგრძნობთ”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში