კოპენჰაგენში ”ბარსას” 2000 მაყურებელი გულშემატკივრობდა

კოპენჰაგენში ”ბარსას” 2000 მაყურებელი გულშემატკივრობდა

ცივ დანიურ ღამეს ”ბარსა” მარტოდ არ იყო. 2000 გულშემატკივარი და კლუბის წევრები იმყოფებოდნენ სტადიონ ”პარკენის” ტრიბუნებზე.

”ბარსელონას” გულშემატკივრები პოლენეთიდან, უნგრეთიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან, დანიიდან, გერმანიიდან და ბელგიიდან კატალონიელებთან ერთად იმყოფებოდნენ დანიის დედაქალაქში, რათა მხარი დაეჭირათ გვარდიოლას გუნდისთვის. საერთო ჯამში სტადიონზე ”ბარსას” 2000 გულშემატკივარი იმყოფებოდა.

გულშემატკივრები სხვადასვხა ქვეყნებიდან
შეიძლება წარმოუდგენლად მოგვეჩვენოს, რომ ამდენი ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფებოდა გუნდის მხარდასაჭერად. ყველაზე მეტი წარმომადგენელი პოლონელებს ჰყავდათ. ადგილობრივი მოსახლეობიდან 300 ადამიანი ”ბარსელონას” მაისურებში იყო გამოწყობილი. მხარდაჭერა მატჩის დაწყებამდეც იგრძნობოდა. სასტუმროს წინ გულშემატკივრებმა შესანიშნავი წარმოდგენა გამართეს.

40 გულშემატკივარი გუნდთან ერთად მგზავრობდა
სამშაბათს, დილით დანიის დედაქალაქში გუნდთან ერთად 40 გულშემატკივარი ჩაფრინდა. საერთო ჯამში ესპანელი მაყურებლის რაოდენობა 100 ადამიანს აღწევდა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია