კატალონიური გაზეთის “SPORT”-ის ცნობით, “ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა შესაძლოა შემდეგი ორი შეხვედრა, ლა ლიგაში “ხეტაფესთან” და ესპანეთის თასზე “სეუტასთან” გამოტოვოს.
მიზეზი ამ ყველაფრისა შესაძლოა იყოს ის, რომ ჩავის საკმარისი დრო არ აქვს ძალების აღსადგენად. შეგახსენებთ, რომ მას საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე აწუხებდა მუხლის ტრავმა, რომელიც ამ დროისათვის თითქმის მოშუშებული აქვს. ესპანელმა ბოლო ორ თამაშში მოედანზე დაჰყო სულ 150 წუთი, აქედან 90 წუთი გუშინდელ მატჩზე “კოპენჰაგენის” წინააღმდეგ. ამიტომ მომდევნო ორი მატჩი ჩავიმ შესაძლოა გამოტოვოს, რადგან მცირეოდენი შეცდომები გართულებებს გამოიწვევს.