ლეო მესი ისევ შეუჩერებელია. გუშინდელ მატჩში, არგენტინელმა პეპ გვარდიოლას მწვრთნელობის დროის განმავლობაში თავისი მეასე გოლის გატანა შეძლო. ლეომ ასევე აჯობა გუნდის ლეგენდას, რივალდოს, რომელსაც აქამდე, “ბარსას” მაისურთ საერთაშორისო ჩემპიონატებზე ყველაზე მეტი გოლი ქონდა გატანილი…
“კამპ ნოუზე” გატანილი 2 გოლის წყალობით ლეოს საერთაშორისო ჩემპიოანტებზე 31 გოლი დაუგროვდა. იგი ამ მაჩვენებლით “ბარსას” ლეგენდას, რივალდოს გაუტოლდა, მაგრამ გუშინ მან კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო, რის შედეგადაც ლეომ ახლა უკვე “ბარსას” ყველა ფეხბურთელს გადაასწრო.
“პარკენზე” გატანილი გოლით ლეო კიდევ უფრო მიუახლოვდა 150–ს… შეგახსენებთ, რომ მას ამ დროისთვის ოფიციალურ მატჩებში 142 გოლი აქვს გატანილი: 95 – “ლა ლიგაზე”, 10 – “სამეფო თასზე”, 30 – “ჩემპიონთა ლიგაზე”, 5 – “ესპანეთის სუპერთასზე”, ხოლო 2–იც “კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე”.
