გვარდიოლა სამშაბათის მატჩისათვის მილიტოს გამოიყენებს, მას შემდეგ რაც მედიკოსებმა არგენტინელ მცველს თამაშის უფლება მისცეს. გუნდი დანიაში 19 ფეხბურთელით უნდა ჩავიდეს, აქედან 17 ძირითადი გუნდის ფეხბურთელი იქნება, ხოლო ორი კი “BARCA ATHLETIC”–დან – ტიაგო და მინიო.
ფეხბურთელებმა, რომლებმაც წუხანდელ ღამეს გულშემატკივრებს ნამდვილი ფეხბურთი უჩვენეს, დილას ვარჯიში გამართეს, რათა მოემზადონ სამშაბათის მატჩისათვის
მილიტოსთან ერთად, პინტოს გარეშე
მილიტოს “სევილიასთან” მატჩში არ მიუღია მონაწილეობა, მაგრამ იგი დაბრუნდება გუნდში “კოპენჰაგენთან” მატჩში, მას შემდეგ, რაც 18 ოქტომბერს, ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. მასთან ერთად გუნდში ივარჯიშა “BARCA B”–ის მეკარემ, ასევე ძირითადი გუნდის 17-მა ფეხბურთელმა.
“ლაითი” ვარჯიში
კატალონიელთა 5–მა ფეხბურთელმა–მესიმ, პუიოლმა, ალვეშმა, პედრომ და აბიდალმა გუშინ “ლაითად” ივარჯიშეს, ხოლო ვალდესმა, ინიესტამ, ჩავიმ, ვილამ, პიკემ და ბუსკეტსმა მხოლოდ ტრენაჟორებზე ივარჯიშეს.
Barça B–ს ფეხბურთელება: პლანასმა, ვიქტორ ვასკესმა, ლიემ, რივეროლამ, ოიერმა და ტიაგომაც მიიღეს მონაწილეობა დღევანდელ ვარჯიშში.
