workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კეიტა: ”მხოლოდ 11 მესი თამაშს ვერ მოიგებს”

კეიტა: ”მხოლოდ 11 მესი თამაშს ვერ მოიგებს”

კატალონიური ”ბარსელონას” ფეხბურთელმა და მალის ნაკრების კაპიტანმა, სეიდუ კეიტამ ”სევილიასთან” გასამართ მატჩამდე მცირე კომენტარი გააკეთა.

 – ეთანხმებით გვარდიოლას განცხადებას, რომ ”ბარსას” წარმატების საიდუმლო ფეხბურთელების არა მხოლოდ ძლიერი თამაში არამედ მათი კარგი ადამიანობის შედეგია?

 – კლუბის სიდიდეს მხოლოდ კარგი თამაშის დონე არ განსაზღვრავს. გამარჯვებები აუცილებელია, მაგრამ საჭიროა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, როგორიცაა კარგი ატმოსფერო გასახდელში, ფეხბურთელებს შორის კარგი ურთიერთობა. შეუძლებელია კარგი გუნდის შექმნა, თუ კარგ კოლექტივს არ შექმნი. საჭირო არაა ყველა ერთმანეთის ახლო მეგობარი იყოს და ყოველ დღე ერთად სადილობდნენ, მაგრამ საჭიროა ერთმანეთის პატივისცემა და დაფასება. ჩვენ ”ბარსელონაში” ყველაფერი ესე გვაქვს.

 – თქვენ როგორ გრძნობთ თავს უძლიერესი ფეხბურთელების ჩრდილში?

 – მე ვიცი რა მეკისრება მოედანზე და ვიცი ჩემი მნიშვნელობა გუნდში. მხოლოდ 11 მესი თამაშს ვერ მოიგებს. ერთი ფეხბურთელი მთელი გუნდი არ არის. ”ბარსაში” თამაშობს მესი, ჩავი, ინიესტა… მე რა შემიძლია ესეთ კოლექტივში? ვირბინო და დავეხმარო მათ. ვიცი რომ ჩემი მუშაობით გუნდს ვეხმარები. მე თუ არ ვიმუშავებ, არ წავართმევ ბურთს მოწინააღმდეგეს ამის გაკეთება მესის მოუწევს, რომელსაც სხვა რამ ევალება. გუნში ყველას ადგილია. ზოგიერთებს გოლები გააქვთ, ზოგიერთები საგოლე პასებს აკეთებენ. გულშემატკივრები აფასებენ ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიცაა მესი და რონალდიონიო, მაგრამ ისინი ვინც მათ გვრდით ვართ ასევე მნიშვნელოვანები ვართ. ჩვენი სამუშაო მოედანზე არ ჩანს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში