მას შემდეგ, რაც “ბარსელონას” მწვრთნელი გვარდიოლაა “სევილიას” ლა ლიგაში არც – ერთი მატჩი არ მოუგია, მეტიც 2 ბურთზე მეტი არ გაუტანია და საკუთარ კარში 19 ბურთი მიუღია.
ბოლო დროს “სევილიელთა” ნამდვილი კოშმარია კატალონიური კლუბი. გვარდიოლას ეპოქაში “სევილიამ” 19 ბურთი მიიღო საკუთარ კარში და გაიტანა მხოლოდ და მხოლოდ 2 (იგულისხმევა მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატი). გუშინდელ მატჩამდე ბურთბის შეფარდება ამ ორ გუნდს შორის პეპის ეპოქაში 14–2 ზე იყო, მე–9 ტურის მატჩმა კი ყოველივე “სევილიელი” გულშემატკივარი უფრო დაამწუხრა, 5:0 და დაუვიწყარი სპექტაკლი “კამპ ნოუზე”, ეს მატჩი კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ როგორც კატალონიელ გულშემატკივრებს ასევე განსაკუთრებით “სევილიელ” ქომაგებს.
ეს ორი გუნდი პეპის ეპოქაში არაერთხელ შეხვედრია ასევე ესპანეთის თასზე და სუპერთასზე. პირველ შემთხვევაში “სევილიამ” “ბარსელონა” გამოაგდო “კოპა დელ რეიდან”. “სევილიელებმა” გასვლაზე 2:1 იმარჯვეს, ხოლო სახლში 1:0 დათმეს, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო იმისათვის, რომ “ბარსელონას” გზა გაეგრძელებინა “კოპა დელ რეიზე”. რაც შეეხება წლევანდელ სუპერთასის დაპირისპირებას, პირველ მატჩში “ბარსელონამ” 1:3 წააგო გასვლაზე გადახალისებული შემადგენლობით, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ 4:0 სძლია “სევილიას” და სუპერთასსაც დაეუფლა. რომ ჩაითვალოს ესპანეთის თასის და სუპერთასსის შეხვედრებიც საერთო ბურთების შეფარდება 26– 7 ზე იქნება, რათმაუნდა “ბლაუგრანას” სასარგებლოდ.
