კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდო როსელმა გააანალიზა გუშინდელი მატჩი “სევილიას” წინააღმდეგ, რომელშიც “ბარსელონამ” მეტოქეს ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანა. როსელმა საქები სიტყვები არ დაიშურა ესპანეთის ნაკრების ბომბარდირის, დავიდ ვილას მიმართ და განაცხადა, რომ ის ყოველთვის კარგი მოთამაშეა.
“ვილიამ ითამაშა ძალიან კარგად. გვარდიოლას არაერთხელ უთქვამს, რომ ის გოლებს გაიტანდა და გუნდს ქულებს მოუტანდა. ვილია გუშინ იყო საუკეთესო და ჩვენ ყველანი ამ მომენტს ველოდებოდით. ხოლო გუნდმა ითამაშა იმაზე ბევრად უკეთ, ვიდრე წინა თამაშები, ამიტომ ჩვენ გვჭირდება კონცენტრაცია და ბევრი მუშაობა, რათა შედეგს მივაღწიოთ.” – განაცხადა როსელმა “AS”-თან ინტერვიუში.