“ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ უპასუხა ბარსელონას ქომაგების მიერ დასმულ კითხვებს კითხვებს…
-რა არის ყველაზე ძვირფასი, რაც თქვენ პეპისგან შეისწავლეთ?
-სამი სეზონია ვმუშაოვ პეპთან ერთად და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. აგრეთვე ბევრი რამ მომცა სერ ალექს ფერგიუსონთან მუშაობამ.
-რატომ თამაშობთ ყოველთვის გრძელმკლავიანი მაისურით?
-ეს ძალიან მომწონს. ეს ჩემი ჩვევაა.
-რას გრძნობთ, როდესაც თქვენ სახელს “კამპ ნოუ” ყვირის?
– ეს მართლაც არაჩვეულებრივი გრძნობაა და ჩემთვის დიდ რამეს ნიშნავს.
-რას აკეთებთ თავისუფალ დროს?
-ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად სიარული კინოში და “რეგალ ბარსას” თამაშების ყურება.
-წარმოიდგინეთ, ერთ დღეს მოგეცათ უფლება, რა პოზიციაზეც გინდათ იმაზე ითამაშოთ, რომელს აირჩევდით?
-შეტევა სულ მიზიდავდა და ახლაც ასეა. თავდასხმაში თამაში ძალიან მომწონს. ამ პოზიციაზე ბევრჯერ მითამაშია და კარგადაც მეხერხება.
– როგორ გრძნობ თავს, როცა “ბარსელონას” მაისურით გადიხარ “კამპ ნოუზე”?
– ეს ძალიან კარგი შეგრძნებაა, მე ხომ სახლში ვარ.
-ფეხბურთელი რომ არა, ვინ გამოხვიდოდით?
-არც ვიცი, სიმართლე გითხრათ. ბავშვობაში მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი.
– რომელი ფილმი მოგწონთ?
-“გლადიატორი”
– “ბარსელონაში”, “მანჩესტერსა” და ესპანეთის ნაკრებში გამარჯვებების შემდეგ, ასეთ პატარა ასაკში, მაინც გაქვთ მოტივაცია?
– რა თქმა უნდა, მსურს რაც შეიძლება ბევრი ტიტული მოვიგო.
– თქვენი თანაგუნდელები მხოლოდ კოლეგები არიან, თუ მეგობრებიც?
– რა თქმა უნდა, ბევრ მათგანთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.

ხერარდ პიკემ უპასუხა გულშემატკივრების კითხვებს
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.