კატალონიის “ბარსელონას” მეცამეტე ნომერი, ხოსე მანუელ პინტო “ჩემპიონთა ლიგის” 2 მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს…
როგორც “უეფა” აცხადებს, “ბარსას” მეკარემ არასპორტული საქციელით შეაჩერა დანიური “კოპენაჰგენის” თავდამსხმელი, სეზარ სანტინი. როგორც მოგეხსენებათ, 20 ოქტომბერს “ნოუ კამპზე” გაიმართა “ჩემპიონთა ლიგის” მატჩი, რომელშიც ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და დანიური “კოპენჰაგენი” უპირისპირდებოდნენ. ამ მატჩში ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტი პინტოს სტვენა გახლდათ, რის შედეგადაც სეზარ სანტინიმ გოლის გატანის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა. სწორედ ამ სტვენის გამო თავდამსხმელმს თავი თამაშგარე მდგომარეობაში ეგონა.
ამის გამო “უეფამ” პინტო დასაჯა და იგი გუნდს “კოპენჰაგენთან” და “პანათინაიკოსთან” მატჩში ვერ დაეხმარება. “ბარსას” ოფიციალური საიტის ცნობით, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ამ ფაქტზე თვალის დახუჭვას არ აპირებს და ამ ფაქტის გასაჩივრებას აპირებს.