როგორც იცით, “ბარსელონამ” “სეუტას” 2:0 სძლია, მატჩის შემდეგ პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ იგი კმაყოფილი იყო თავისი ფეხბურთელების თამაშით, მაგრამ ცოტა განაწყენებულიც, რადგან მათ ვერ მოახერხეს მესამე გოლის გატანა.
გვარდიოლა ამ მატჩს ძალიან დიდი გულისყურით მოეკიდა, მას უნდოდა, რომ თავის გუნდს 3–0 მოეგო, რადგან სანერვიულო აღარაფერი ჰქონოდათ, მაგრამ მათ 2–0 მოიგეს პედროსა და მაქსველის გოლების წყალობით.
უფრო მეტად უნდა გვებრძოლა
მატჩის შემდეგ პეპმა განაცხადა: “გამარჯვებულის ვინაობა ჯერ კიდევ გაურკვეველია, ჩვენ ერთი გოლიც, რომ გაგვეტანა ყველა ეჭვი გაიფანტებოდა. მე ვფიქრობ ჩვენ დიდი ანგარიშით მოგების შანსი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს შანსი ვერ გამოვიყენეთ. რა თქმა უნდა, კარგად ვითამაშეთ და ეს ძალიან მიხარია, მე იმედი მაქვს, რომ სახლშიც ასეთ კარგ მატჩებს ჩავატარებთ.”
ახალგაზრდა ვარსკვლავები
“ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეუძლიათ უმაღლეს დონეზე თამაში.”– განაცხადა მწვრთნელმა. “ მე მინდა მივულოცო მათ. პირველ გუნდში თამაში არც ისე ადვილია. ჩვენ ვიცით თუ ვინ არიან ისინი, და ვიცით მათი შესაძლებლობები. მე კმაყოფილი ვარ მათი თამაშით.”
კარგი დონე
გვარდიოლამ ძალიან ფრთხილი თამაში ჩაატარა “სეუტასთან,” “ეს არ იყო ხელწამოსაკრავი გუნდი. როდესაც ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაშობ ყველაფერს უნდა დაუკვირდე, მათ სისწრაფეს მათ ორგანიზებულობას. “ჩვენ კონცენტრაცია უნდა გაგვეკეთებინა შეტევასა და თავდაცვაზე რაც კარგად გამოგვივიდა.”
ბოიანის თამაში
ბოიანის გამოჩენის შესახებ გვარდიოლამ თქვა: “მან იცის, რომ თუ ასე ითამაშებს და თავს არ დაზოგავს, ყველაფერი კარგად იქნება. მას ბევრი დადებითი თვისება აქვს, და ის გააგრძელებს იმის კეთებას ,რაც კრკიჩს ეხერხება.”
ჯეფრენის ტრავმა
ჯეფრენ სუარესი გამოტოვებს ერთ თვეს მხრის ტრავმის გამო, ამ ფაქტით გვარდიოლა უკმაყოფილო დარჩა: “როგორც ჩანს ტრავმაა ძალიან სერიოზული აღმოჩნდა. ჯეფრენი არის ძალიან მოწესრიგებული ფეხბურთელი, ის გუნდს ბევრ რამეში ეხმარება. როდესაც იგი გამოჯანმრთელდება და მოედანზე დაბრუნდება ჩვენ სიხარულით შევეგებებით მას.”
