workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის ლა ლიგაში 100 საგოლე გადაცემა დაუგროვდა

მესის ლა ლიგაში 100 საგოლე გადაცემა დაუგროვდა

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრაში, მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩში, ლუის სუარესს გოლი გაატანინა.

ამდენად, 27 წლის თავდამსხმელი ლა ლიგის 295 მატჩში მე-100 შედეგიან გადაცემას აკეთებს და ბოლო 20 წელიწადში ამ მაჩვენებლით ესპანეთში, ლუიშ ფიგუს შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ფიგუს პრიმერაში 107 საგოლე პასი აქვს გაკეთებული (58 – “ბარსელონაში”, 49 – “რეალში”).

ამ სეზონში მესის, ისევე როგორც კრიშტიანუ რონალდუს, 9 ასისტი აქვს გაკეთებული. ესპანეთის ჩემპიონატში ამ მხრივ “ვილიარეალის” ნახევარმცველი დენის ჩერიშევი (10 გადაცემა) ლიდერობს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward