კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ესპანელი ნახევარმცველი, მარტინ მონტოია შესაძლოა ზამთარში ინგლისში გადაბარგდეს.
მარტინის მიმართ ინტერესს პრემიერლიგაში მოასპარეზე “ევერტონი” იჩენს, რომელსაც ფეხბურთელის გადაბირება მიმდინარე სეზონის დასრულებამდე სურს.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “ევერტონს” ბოლო ხანებში საკმაოდ კარგი სატრანსფერო ურთიერთობა აქვთ, 2013/2014 სეზონში რობერტო მარტინესის გუნდმა ჟერარ დეულოფეუ გადაიბირა, რომელმაც ინგლისში საკმაოდ წარმატებულად იასპარეზა.