workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მუნირის დებიუტი და ბუსკეტსის სადებიუტო გოლი

მუნირის დებიუტი და ბუსკეტსის სადებიუტო გოლი

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის პირველ მატჩში, ესპანეთის ნაკრებმა მაკედონია 5:1 გაანადგურა. “ფურია როხაში” გამოძახებულმა “ბარსას” ხუთივე ფეხბურთელმა ითამაშა, ხოლო ბუსკეტსმა და პედრომ გოლებიც გაიტანეს.

ბუსკეტსისა და პედროს გარდა, სასტარტო შემადგენლობაში იყო ხორდი ალბაც. ამ სამეულმა შეუცვლელად ითამაშა. ბუსკეტსმა, პირველი ტაიმის მე-3 დამატებულ წუთზე, საჯარიმოს გარედან დაარტყა და ესპანეთის ნაკრებში თავისი პირველი გოლი გაიტანა. ამ დარტყმის წყალობით ანგარიში 3:1 გახდა. პედრომ თამაშის ბოლო გოლი გაიტანა. 91-ე წუთზე, მან მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო მარკ ბარტრა, ხოლო მუნირ ელ ჰადადი მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა. 19 წლის თავდამსხმელმა ეროვნული ნაკრების მაისურით პირველი თამაში ჩაატარა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward