გთავაზობთ “ბარსელონას” ფეხბურთელების მიერ მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს:
დეულოფეუ
“რთული მატჩი იყო. საბოლოო ანგარიში ფრეა, მაგრამ გამარჯვების შანსები გვქონდა.”
“მეტოქემ ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ “ნიცა” უფრო დიდი ხანია ვარჯიშობს.”
“მწვრთნელმა გვთხოვა დაცვითი სამუშაოების შესრულება, რაც ჩემთვის ძნელია, მაგრამ ამ დავალებას თავს გავართმევ, თუ ყოველ დღე ვივარჯიშებთ. ყველამ ვიცით, რომ ლუის ენრიკეს აქვს გასაგები იდეები, რომლებსაც ჩვენ გვიზიარებს.”
მარკ ბარტრა
“პირადად მე თავს კარგად ვგრძნობდი.”
“მატიეს დებიუტით მოხარული ვარ. მისთვის სწრაფი ადაპტაცია მნიშვნელოვანია.”
“ჩავიმ უკვე გვაჩვენა, რომ გუნდის გაძღოლა შეუძლია. ის დღეს ძალიან დაგვეხმარა.”
“დარწმუნებული ვარ, რომ ნელ-ნელა თამაშს გავაუმჯობესებთ.”
სერხი სამპერი
“მოედანზე კომფორტულად ვიყავი. ბედნიერი ვარ.”
“ჩემთვის სერხიო ბუსკეტსი ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო. ვცდილობ სერხიოსგან ყველაფერი ვისწავლო. პირველ ტაიმში მას ვუყურებდი.”
“ჩემი აზრით, მეორე ტაიმში უკეთესად ვითამაშეთ.”
“ყველა იცნობს ჩავის. მასთან ერთად თამაში საოცარია.”
“ვფიქრობ, რომ ჰალილოვიჩი დიდებული მოთამაშე იქნება.”