workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
“ატლეტიკო” – “ბარსელონა”. მესიმ მატჩში 6.8 კილომეტრი ირბინა, პინტო – 5.3, კოკე – 12.2

“ატლეტიკო” – “ბარსელონა”. მესიმ მატჩში 6.8 კილომეტრი ირბინა, პინტო – 5.3, კოკე – 12.2

კატალონიის “ბარსელონას” 26 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ, გუშინდელ მატჩში, სადაც “ბარსელონამ” სტუმრად “ატლეტიკოსთან” შეხვედრა დათმო (0:1), მხოლოდ 6.8 კილომეტრი ირბინა. იტყობინება, AS.

26 წლის ფორვარდის მაჩვენებელი, მხოლოდ 1.5 კილომეტრით აღემატება კატალონიელთა მეკარის, ხოსე მანუელ პინტოს მაჩვენებელს, რომელმაც მთელი მატჩის განმავლობაში, 5.3 კილომეტრი ირბინა. მატჩის გმირმა, ესპანელმა კოკემ მთელი მატჩის განმავლობაში “ვისენტე კალდერონზე” 12.2 კილომეტრი ირბინა. 

“ბარსელონას” რიგებში ასევე გამოირჩეოდა: ნეიმარი – 9.5 კილომეტრი, ჩავი ერნანდესი – 11.8, ხორდი ალბა – 11.5, დანიელ ალვესი – 10.8, მარკ ბარტრა – 10.7. 

“ატლეტიკოს” ფეხბურთელებმა საერთო ჯამში – 110.3 კილომეტრი დაფარეს, ხოლო “ბარსელონას” ფეხბურთელებმა – 107.7. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward