workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
სავარჯიშო სესია 19/03/2014

სავარჯიშო სესია 19/03/2014

პირველი გუნდი მთლიანად ფოკუსირებულია კვირას გასამართ “კლასიკოზე”. ორშაბათის სავარჯიშო სესიისა და სამშაბათი დღის დასვენების შემდეგ, “ბარსამ” ოთხშაბათს მორიგი სავარჯიშო სესია გამართა მადრიდელებთან მატჩისთვის. სესიაში მონაწილეობას იღებდა ყველა შესაძლო 22 ფეხბურთელი. კარლეს პუიოლი აღდგენით სამუშაოებს ასრულებდა, ისევე როგორც კუენკა და დოს სანტოსი.

“ბარსა ბ”-ს შვიდმა ფეხბურთელმა (პატრიკი, ბანიაკი, სერხი გომესი, ილიე, სანდრო, დენისი და გრიმალდო) პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშა. სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა მიიღო ასევე “ჟუვენილ A”-ს ორმა ფეხბურთელმა (ხუან ანტონიო როსი და ალექს კორედერა). სესიის დაწყებამდე ფეხბურთელებმა მარკ ბარტრა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება მიულოცეს.

“ბარსამ” კიდევ ერთი ვარჯიში გამართა ხუთშაბათს დილით. სესიის შემდეგ ანდრეს ინიესტამ პრესკონფერენციზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

სურათები გუშინდელი სავარჯიშო სესიიდან

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward