როგორც დაანონსებული იყო, 2012-13 წლების სეზონს, “ბარსელონა” მინდვრის ახალი საფარით შეხვდება. ბალახის გამოცვლაზე მუშაობა დღეს დაიწყო და ახალი საფარი მზად აგვისტოს დასაწყისში იქნება.
სამუშაოები 8.900 კვადრატულ მეტრზე ჩატარდება. გამოყენებული იქნება 9 ტონა ქვიშა და 2 ტონა მკვებავი საშუალებები.
საწყის ეტაპზე, მოხდება მინდვრის ამჟამინდელი საფარის აღება და მის ნაცვლად ქვიშისა და მკვებაბი საშუალებების დაყრა. მას შემდეგ, რაც ქვიშა და მკვებავი საშუალებები გაერთიანდება, უკვე ახალი საფარის დაგება დაიწყება.
მინდვრის გამოცვლა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც დადგინდა, რომ ამჟამინდელი საფარი გაგრილების სისტემას არ შეესაბამებოდა, რაც სიცხეში პრობლემას ქმნიდა.
მოედნის საფარის გამოცვლის გარდა, “კამპ ნოუზე” სხვა სამუშაოებიც ჩატარდება. რეკონსტრუქცია შეეხება სტადიონზე გამოსასვლელ გვირაბს, გარე განათებასა და სადრენაჟე სისტემას.
[media=http://www.youtube.com/watch?v=kqRW2eVw3gs]