workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი ოლმოსა და ლაიფციგთან პირველი შეხვედრა უკვე დაგეგმილია

დანი ოლმოსა და ლაიფციგთან პირველი შეხვედრა უკვე დაგეგმილია

რამდენიმე დღეა, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” “ლაიფციგის” ესპანელი შემტევის, დანი ოლმოს დაბრუნებას ცდილობს.

ჟურნალისტ ფერან მარტინესის ინფორმაციით, კატალონიელები მომდევნო სეზონს უკვე გეგმავენ, მათი ერთ-ერთი სამიზნე კი სწორედ ოლმოა.

წყაროს ცნობით, 23 წლის ფეხბურთელთან და გერმანულ კლუბთან პირველი შეხვედრა უკვე ჩანიშნულია.

როგორც მარტინესი იტყობინება, იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერის განხორციელება იანვარში შესაძლებელი იქნება, “ბარსა” ზაფხულამდე აღარ მოიცდის. თუმცა, კატალონიური გრანდი აცნობიერებს, რომ “რედ ბულ არენას” ბინადრებს შუა სეზონში მოთამაშის გაყიდვაზე იოლად ვერ დაითანხმებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელი “ლა მასიაში” 2007/14 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც ზაგრების “დინამოში” გადაბარგდა და პროფესიონალური კარიერაც სწორედ ხორვატიაში დაიწყო. ოლმო ბუნდესლიგაში 2020 წლიდან ასპარეზობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 08 სექ 2021, 20:37

    ციტატა: Albicelecte
    ჰალანდის მოყვანა ერთი ტკბილი ზღაპარი მგონია barca-6
    ძილის წინ რომ მოგიყვებიან ან წაგიკითხავენ, რაღაც აღმოსავლური, ჯადოსნური smiley


    ჰალას ადმინმა იცის, რო ჰოლანდი "მადრიდისტაა" და ახალ სეზონში ეგ და მბაპე ერთად გადავლენ რეალში.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 05 სექ 2021, 14:23

    უმაგრესი ფეხბურთელია. ტყუილად ასხავთ

  • M10 S9 D11
    schedule 05 სექ 2021, 08:25

    რა ოლმო ბიჭო რა ოლმოოოო

  • azulgerana
    schedule 05 სექ 2021, 03:01

    ამათ ძმარავათ არაა?

  • zecterr
    schedule 04 სექ 2021, 22:55

    რა საჭიროა ჰალანდი ან ვიღაც სუპერ ვარსკვლავი? გვყავდა მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხბურთელი და შედეგი არ გვქონდა იმიტომ რომ კუმანი არ არის ნორმალური ტაქტიკოსი აქ მწვრთვნელზეა პრობლემა ვიდრე ფეხბურთელებზე .

  • Albicelecte
    schedule 04 სექ 2021, 22:16

    ჰალანდის მოყვანა ერთი ტკბილი ზღაპარი მგონია barca-6
    ძილის წინ რომ მოგიყვებიან ან წაგიკითხავენ, რაღაც აღმოსავლური, ჯადოსნური smiley

  • DE PE FA
    schedule 04 სექ 2021, 21:25

    ციტატა: C.PC5
    ჰალანდი ვერ მოიყვანონ


    ჰალანდს დიდი ალბათობით პსჟ წაიყვანს თუ მბაპე წავიდა რეალში მაგათ ფინანსურად ვერ ვაჯობებთ და ჰალანდი კიდე ბარსელონაზე ნამდვილად არ გიჟდება სიყვარულით რო მოვიდეს ჩვენთან😁

  • C.PC5
    schedule 04 სექ 2021, 21:01

    ერთადერთი თუ რატომ შეიძლება ამის მოყვანა გამიხარდეს ისაა რომ ფრენკი და პედრი ჯერ-ჯერობით ბებერ ბუსკეცთან ერთად დგანან და არ ჩანს მომავლის ტრიო ნახევარდაცვაში, ამის მოყვანით კი ბატონო უეჭველია რომ პედრი-დეიონგი-ოლმოს ტრიოს მივიღებთ და სავარაუდოდ კარგიც იქნება, მაგრამ თუ ლაპორტა ფიქრობს რომ კუმანი უნდა მოაშოროს და ჩავი მოიყვანოს რაღატომ ეპოტინებიან წინასწარ, იქნებ არ სჭირდება ჩავის ეს ოლმო და მერე ამის გაშვება იქნება ცალკე პრობლემა, ან კიდე აქვს კი გუნდს ამ წუთას ამის მოყვანის ფინანსები? ან წლის ბოლოს ექნება? ისე არ გამოვიდეს რო უაზროდ გაიფლანგოს ისევ ფული და ზაფხულში ჰალანდი ვერ მოიყვანონ blush

  • La Pulga10
    schedule 04 სექ 2021, 20:49

    ზამთარშივე უნდათ მერე მთელი ზაფხული ჰალანდს,რომ დაუთმონ და დაითრიონ(იმედია).